სავიზიტო ბარათები თბილისში 0.25 ₾-დან | StartPrint
შეკვეთა

სავიზიტო ბარათების ბეჭდვა თბილისში

სავიზიტო ბარათების (ვიზიტკების) დამზადება თქვენი დიზაინით: 9×5 სმ, სქელ ქაღალდზე. დაამატეთ წინა მხარე და, საჭიროების შემთხვევაში, უკანა მხარე, შემდეგ აირჩიეთ ქაღალდი და რაოდენობა.

  • მიწოდება მისამართზე
  • PDF, JPEG, PNG
  • ბარათით გადახდა

ფასები

ეს სტამბის ფასებია. შეკვეთას ემატება სერვისის საკომისიო 0.15 ₾‑დან, ჯამურ თანხას კი გადახდამდე ნახავთ.

ქაღალდიცალმხრივიორმხრივი
პრიალა 300 გ/მ² 0.25 ₾0.30 ₾
მქრქალი 300 გ/მ² 0.25 ₾0.30 ₾
სელის ტექსტურიანი 0.25 ₾0.30 ₾

ფასი ერთ ბარათზე. მაგალითად, 100 ორმხრივი სავიზიტო 30 ₾ ღირს.

როგორ შევუკვეთოთ

  1. მოამზადეთ დიზაინი

    9×5 სმ, PDF, JPEG ან PNG. წინა და უკანა მხარე - ორი ფაილი ან PDF‑ის ორი გვერდი.

  2. აირჩიეთ ქაღალდი და რაოდენობა

    შემდეგ გადაიხადეთ ბარათით.

  3. მიიღეთ შეკვეთა

    მისამართზე მოგიტანთ, ან სტამბაში აიღებთ კოდით. როცა მზად იქნება, შეტყობინებას მიიღებთ.

მიწოდება ან აღება სტამბაში

შეკვეთებს ბეჭდავენ პარტნიორი სტამბები თბილისში. შეკვეთისას აირჩიეთ მიწოდება მისამართზე ან აღება სტამბაში.

მიწოდება მისამართზე

დაბეჭდვის შემდეგ შეკვეთას მოგიტანთ. მიწოდების ფასს გადახდამდე ნახავთ.

აღება თქვენ მიერ არჩეულ სტამბაში

მისამართებსა და ფასებს შეკვეთისას, სტამბის არჩევის ეტაპზე ნახავთ.

  • შეგატყობინებთ, როცა შეკვეთა მზად იქნება
  • სტამბაში აჩვენეთ მიღების კოდი
შეკვეთის დაწყება

კითხვები

რა ზომისაა ბარათები?

9×5 სმ, სტანდარტული ზომა.

სავიზიტოს დიზაინს აკეთებთ?

არა, ვბეჭდავთ თქვენი მზა დიზაინით.

რომელი ქაღალდი ავირჩიო?

პრიალა - კაშკაშა ფერები და ბზინვარება. მქრქალი - მშვიდი, ანარეკლის გარეშე. სელის - ქსოვილის ტექსტურით, ოფიციალური სავიზიტოებისთვის.

რა ღირს 100 სავიზიტო?

ცალმხრივი 25 ₾, ორმხრივი 30 ₾, პლუს სერვისის საკომისიო.

მიწოდება გაქვთ?

დიახ, თბილისში: შეკვეთისას აირჩიეთ მიწოდება. ან აიღეთ სტამბაში კოდით.

დიზაინი მზადაა? დაამატეთ და ფასს მაშინვე ნახავთ.

სავიზიტოების შეკვეთა
ან აპლიკაციაშიჩამოტვირთეთ App Store-დანჩამოტვირთეთ Google Play-დან

სხვა სერვისები