კონფიდენციალურობის პოლიტიკა

განახლებული: 01.07.2025

შპს „სტარტპრინტ“ არის საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომელიც ახორციელებს დოკუმენტების დისტანციურად ბეჭდვის მომსახურებას ონლაინ აპლიკაციის /პლატფორმის საშუალებით. საიდენტიფიკაციო კოდი: 405759558 შპს „სტარტპრინტ“ (ს.კ. 405759558) იღებს ვალდებულებას პერსონალური მონაცმების დამუშავებისას განუხრელად დაიცვას საქართველოს მომედი კანონმდებლობა, საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკა და გაიზიაროს ევროსაბჭოს რეკომენდაციები, ჩვენთვის, როგორც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია ჩვენი მომხმარებლის (თქვენი) პერსონალურ მონაცემთა თანმიმდევრული, მაღალი ხარისხით დაცვა და უსაფრთხოება. ჩვენი მიზანია განვმარტოთ თუ, რა მონაცემებს აგროვებს და ამუშავებს შპს „სტარტპრინტ“ (ს.კ. 405759558) თქვენს შესახებ, როგორ ამუშავებს, რა ზომებს მივმართავთ მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ასევე მოგაწოდოთ ინფორმაცია თქვენი უფლებების შესახებ. შპს „სტარტპრინტ“ (ს.კ. 405759558) პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს სამართლიანად და კანონიერად, მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული კანონიერი მიზნებისთვის, ხოლო მონაცემთა ბაზა დაცულია უკანონო წვდომისა და გამოყენებისგან.

1. რა სახის მონაცემებს ვამუშავებთ?

ჩვენ ვაგროვებთ და ვამუშავებთ თქვენს შესახებ შემდეგი სახის ინფორმაციას: საკონტაქტო- თქვენს მიერ აპლიკაციაში რეგისტრაციისას ან შეკვეთის /მომსახურების მიღების გაფორმებისას მითითებული ინფორმაცია, სახელი, გვარი, ელექტორნული ფოსტა, შეკვთის/მომსახურების მიღების მისამართი. სახელშეკრულებო-დეტალური ინფორმაცია ჩვენს მიერ თქვენთვის მიწოდებული/გაწეული მომსახურების შესახებ. ფინანსური და ტრანზაქციული-ინფორმაცია აპლიკაციაში თქვენი გადახდებისა, ბალანსისა და დავალიანების თაობაზე, ანგარიშის ნომერი, როცა ახდენთ მომსახურების გადახდას, საგადახდო ბარათის შესახებ ინფორმაცია (პირველი ექვსი და ბოლო ოთხი ციფრი). ტექნოლოგიური-ინფორმაცია იმ ტექნიკა/ მოწყობილობების შესახებ, რომლებსაც იყენებთ ჩვენი სერვისების/პლატფორმების სარგებლობისას. IP მისამართი, მზა ჩანაწერები (cookies), ქცევითი მონაცემები, ინფორმაცია ადგილმდებარეობის შესახებ და სხვა. კომუნიკაციისას მოპოვებული მონაცემები- ელექტრონული ფოსტით, სატელეფონო გზით, ჩათის, სოციალური მედიის ან სხვა საკომუნიკაციო არხის საშუალებით მოპოვებული მონაცემები, როგორც თქვენსა და ჩვენ შორის, ასევე თქვენსა და ჩვენს პროვაიდერ(ებ)ს შორის განხორციელებული კომუნიკაცია. საჯარო ინფორმაცია- საჯარო წყაროებში თქვენს შესახებ არსებული ინფორმაცია, მათ შორის ინფორმაცია, რომელიც ინტერნეტში კანონიერად არის ხელმისაწვდომი. ნებაყოფლობითი ინფორმაცია-ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც თქვენ ნებაყოფლობით გადაწყვეტთ, რომ მოგვაწოდოთ. სხვა ინფორმაცია- რომელიც აუცილებელია სახელშეკრულებო ან/და საკანონმდებლო ვალდებულებების შესასრულებლად.

2. წყარო, საიდანაც ვაგროვებთ თქვენს მონაცემებს

ჩვენთვის თქვენი მონაცემები ცნობილი/ხელმისაწვდომი ხდება მხოლოდ შემდეგ შემთხვევბში: როდესაც ხდებით ჩვენი მომხმარებელი ან პროვაიდერი (მომსახურების მიმწოდებელი); როდესაც რეგისტრირდებით ჩვენს ონლაინ პლატფორმა(ებ)ზე, აპლიკაციაში; როდესაც იყენებთ ჩვენს მომსახურებებს; როდესაც ჩვენი სერვისების შესახებ დებთ განცხადებებს/კომენტარებს სოციალურ ქსელში, მათ შორის და არამხოლოდ კომპანიის გვერდებზე/აპლიკაციაში და სხვა წყაროებში. სატელეფონო/მეილით/ჩატით კომუნიკაციისას ან კომპანიაში ვიზიტისას; მომსახურების გაწევის დროს; როდესაც იყენებთ ჩვენს ვებგვერდს/ მობილურ აპლიკაციას და ონლაინ საკონსულტაციო ფუნქციონალს (ონლაინ ჩატს); როდესაც გვიგზავნით წერილებს/დოკუმენტებს/შეტყობინებებს ფოსტით, ელ. ფოსტით ან სოციალური ქსელის საშუალებით ან სხვა საფოსტო, საკომუნიკაციო, საშულებით; როდესაც მოგვმართავთ ჩვენი მომსახურების მისაღებად პალტფორმაზე/ონლაინ ჩატით/ელექტორნულ ფოსტაზე/ სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით; როდესაც ხდება თქვენთის შეკვეთის/სერვისის მოწოდება; როდესაც სარგებლობთ კომპანიასთან დაკავშირებული მომსახურებით, მათ შორის კომპანიის პარტნიორების და პროვაიდერების მომსახურებით; როდესაც მოგვმართავთ დასაქმების მიზნით; როდესაც აფიქსირებთ პრეტენზიას; თქვენს მონაცემებს ასევე ვაგროვებთ საჭიროების შემთხვევაში საჯარო წყაროებიდან, როგორებიცაა საჯარო რეესტრი, საგადახდო მომსახურების პროვაიდერები, საარჩევნო სიები, შემოსავლების სამსახური, ფინანსური ინსტიტუტები, და სხვა საჯარო ორგანიზაცია დაწესებულებები. თქვენს მონაცემებს თქვენი ნებაყოფლობითი თანხმობით ან კანონისმიერი საფუძვლით ასევე ვაგროვებთ პარტნიორი კომპანიებისგან შემდეგ შემთხვევაში: მათ პლატფორმაზე რეგისტრაციისას თქვენ მიერ მითითებული მონაცემების (პერსონალური ინფორმაციის) შესახებ; თქვენი პირადი ანგარიშით/პროფილით განხორციელებული ოპერაციების შესახებ; მათსა და თქვენს შორის კომპანიის მომსახურებასთან/სერვისებთან დაკავშირებით განხორციელებული ოპერაციების, ქცევების, წერილობითი თუ ზეპირი კომუნიკაციის შესახებ.

3. რა მიზნით ვამუშავებთ თქვენს მონაცემებს?

ჩვენ ვამუშავებთ თქვენს მონაცემებს მხოლოდ კანონიერი მიზნებისთვის და იმ შესაბამისი მოცულობით, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რომ გაგეწიოთ სრულყოფილი სერვისები და საუკეთესო გზით დავაკმაყოფილოთ თქვენი ინტერესები და საჭიროებები. კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება კანონიერი მიზნით, მათ შორის შემდეგი მიზნებით: მომსახურების გასაწევად; მომსახურების შეთავაზებისა და გაუმჯობესებისათვის; თქვენ მიერ ჩვენი სერვისით სარგებლობის პროცესის მონიტორინგისთვის; აპლიკაციაში აქტივობასთან დაკავშირებული სტატუსის შეტყობინებების გამოსაგზავნად, როგორიცაა მაგ. შეკვეთა/მომსახურება წარმატებულად განხორციელდა; კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და წესით მარეგულირებლის ან სხვა საზედამხედველო ორგანოსათვის და აუდიტორული კომპანიებისთვის მონაცემების ხელმისაწვდომობისთვის; სხვადასხვა ანგარიშების, კვლევების მოსამზადებლად; მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად; ახალ პროდუქტების, სერვისების და მომსახურებების შესამოწმებლად; ჩვენი ბრენდების, პროდუქტების, სერვისების და მომსახურების განვითარებისთვის/ გაუმჯობესებისთვის; კანონისმიერი ვალდებულებების შესასრულებად; მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად; ჩვენი სისტემების არასათანადო გამოყენებისა და დანაშაულის პრევენციისთვის; დანაშაულის გამოვლენისა და გამოძიებისთვის; შესაბამისი კორესპონდენციის/დოკუმენტების/შეტყობინების გაგზავნის/ჩაბარების მიზნით; კომპანიის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულება ან/და თქვენს მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგითვის; მარკეტინგული სტრატეგიის წარმართვისთვის, რაც გულისხმობს მონაცემთა სუბიექტის თანხმობით კომპანიის მიერ სხვადასხვა პროდუქტის/მომსახურების, აქციების, და სხვადასხვა აქტივობების პერიოდულ შეთავაზებას, მარკეტინგული აქტივობების შემუშავებას/დაგეგმვას; ანალიტიკური და ფინანსური ანგარიშების მომზადების მიზნით; თქვენგან უკუკავშირის მიღებისა და პრეტენზიებზე რეაგირებისთვის; კომპანიის ლეგიტიმური ინტერესის ან/და სამართლებრივი უფლებების დასაცავად.

5. თქვენი პერსონალური მონაცემების მესამე პირებისთვის გადაცემა

კანონმდებლობით ან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად, (მათ შორის დანაშულის გამოვლენა აღკვეთის მიზნით,) მომსახურების მიღების/გაწევის მიზნით ან შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას, თქვენი პერსონალური მონაცემები და თქვენს მიერ ნებაყოფლობით გაზაირებული ინფორმაცია/დოკუმენტი/ფაილი შესაძლოა გავუზიაროთ: თქვენს კანონიერ წარმომადგენელს; გარიგების მონაწილე მხარეებს; კანონმდებლობით განსაზღვრულ სასამართლო და სამართალდამცავ ორგანოებს; მომსახურების პროვაიდერებს, როდესაც ჩვენი ძირითადი საქმიანობის ფარგლებში ვიყენებთ მესამე მხარეების და სხვა პირების მომსახურებას - მათ შორის და არამხოლოდ: საკურიერო, ბეჭდვითი სერვისების მომწოდებლებს, გარე აუდიტორებს, კონსულტანტებს, მრჩევლებს, კვლევით ორგანიზაციებს, IT სერვისის მომწოდებლებს, საბანკო ორგანიზაციებს, მარკეტინგული მომსახურების გამწევს პირებს, სხვადასხვა სერვისის მიმწოდებელ პირებს, ან/და სხვა ნებისმიერ მსგავსი ფუნქციის მქონე პირებს. ჩვენი ჯგუფის კომპანიებს; სხვა მესამე პირს მხოლოდ თქვენი თანხმობით. ჩვენ შესაძლოა თქვენი მონაცემები გავაზიაროთ სხვა სახელმწიფოში, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და თუ შესაბამის სახელმწიფოში უზრუნველყოფილია მონაცემთა დაცვისა და მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის სათანადო გარანტიები. თქვენი მონაცემების სათანადოდ დაცვის მიზნით, მესამე მხარისათვის თქვენი პერსონალური მონაცემების გადაცემამდე ჩვენ ვამოწმებთ მათ მიერ მიღებულია თუ არა მონაცემთა დასაცავად შესაბამისი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები.

6. თქვენი უფლებები

საქართველოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონით თქვენ გაქვთ უფლება: მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე, კერძოდ: რა მონაცემები მუშავდება, რა არის მათი დამუშავების მიზანი და სამართლებრივი საფუძველი; ინფორმაცია მონაცემთა შეგროვების წყაროსა და მონაცემთა გადაცემის შესახებ;( რომელიც ასევე ასახულია წინამდებარე დოკუმენტში) გაეცნოთ თქვენს შესახებ კომპანიაში დაცულ მონაცემებს და მიიღოთ თქვენი პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების/ჩანაწერების ასლები საქართველოს კანონმდებლობით დაწესებული წესით; მოითხოვოთ თქვენს შესახებ მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება; მოითხოვოთ თქვენი მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება, თუ: გაითხოვთ თანხმობას, რომელიც წარმოადგენს მონაცემთა დამუშავების ერთადერთ საფუძველს; მონაცემების დამუშავება აღარ არის საჭირო იმ მიზნისთვის, რომლისთვისაც მოხდა მათი დამუშავება; მონაცემთა დამუშავება ხდება უკანონოდ. მოითხოვოთ თქვენი მონაცმების დაბლოკვა თუ: სადავოა მონაცემთა ნამდვილობა ან სიზუსტე; მონაცემთა დამუშავება უკანონოა, თუმცა თქვენ არ გსურს მათი წაშლა და ითხოვს მხოლოდ მათ დაბლოკვას; მონაცემები აღარ არის საჭირო მათი დამუშავების მიზნის მისაღწევად, თუმცა თქვენ ისინი გჭირდებათ სამართალწარმოების მიზნით; არსებობს მონაცემების მტკიცებულებად გამოყენების მიზნით შენახვის აუცილებლობა. ნებისმიერ დროს გაითხოვოთ/უარი თქვათ თქვენი მონაცემთა დამუშავების თაობაზე თქვენს მიერ გაცემულ თანხმობაზე და მოითხოვოთ მის საფუძველზე დამუშავებული მონაცემების წაშლა. აღნიშნულ შემთხვევაში კომპანია ვალდებული იქნება შეწყვიტოს მონაცემთა დამუშავება და წაშალოს უკვე დამუშავებულ მონაცემები, თუ არ არსებობს მონაცემთა დამუშავების კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები. თქვენს მიერ მონაცემთა დამუშავებაზე თანხმობის გამოხმობა არ იწვევს თანხმობის გამოხმობამდე და თანხმობის ფარგლებში წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას. ამასთან, თანხმობის გათხოვის შემთხვევაში, კომპანია შესაძლოა, მოკლებული იყოს შესაძლებლობას, სრულყოფილად გასწიოს მომსახურება. თქვენი უფლებების დარღვევის შემთხვევაში მიმართოთ კომპანიას, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ან სასამართლოს დარღვეული უფლებების დასაცავად.

7. არასრულწლოვანთა მონაცემების დამუშავება

საქართველოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის თანახმად 16 წლამდე არასრულწლოვანი პირის პერსონალური მონაცემების დამუშავება დასაშვებია მხოლოდ მისი მშობლის ან კანონიერი წარმომადგენელის თანხმობით. 16 წლამდე პირებს ეკრძალებათ ჩვენი აპლიკაციით სარგებლობა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის გარეშე. აპლიკაციაში რეგისტრაციით თქვენ ადასტურებთ რომ ხართ 16 წლის ასაკს მიღწეული პირი ან/და გაქვთ მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა. თუ ჩვენთვის ცნობილი გახდა რომ თქვენ არ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნას ჩვენ გავატარებთ შესაბამის ღონისძიებებს, რათა წავშალოთ თქვენი პირადი ინფორმაცია ჩვენი მონაცემთა ბაზიდან.

8. თქვენი უფლებების შეზღუდვა

პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით თქვენი ზემოთჩამოთვლილი უფლებები შეიძლება შეიზღუდოს, თუ მათი რეალიზაცია საფრთხეს უქმნის: სახელმწიფო უსაფრთხოების, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების ან/და თავდაცვის ინტერესებს; საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებს; დანაშაულის თავიდან აცილებას, დანაშაულის გამოძიებას, სისხლისსამართლებრივ დევნას, მართლმსაჯულების განხორციელებას, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებას, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებას და პრობაციას, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას; ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ ან ეკონომიკურ (მათ შორის, მონეტარულ, საბიუჯეტო და საგადასახადო), საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებთან დაკავშირებულ ინტერესებს; მონაცემთა სუბიექტის მიერ პროფესიული, მათ შორის, რეგულირებადი პროფესიის, ეთიკის ნორმების დარღვევის გამოვლენას და მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას; მარეგულირებელი ან/და ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოების ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განხორციელებას; მონაცემთა სუბიექტის ან/და სხვა პირების უფლებებსა და თავისუფლებებს, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებას; სახელმწიფო, კომერციული, პროფესიული და კანონით გათვალისწინებული სხვა სახის საიდუმლოებების დაცვას; სამართლებრივი მოთხოვნის ან შესაგებლის დასაბუთებას. უფლებების შეზღუდვის ზომას კომპანია იყენებს მხოლოდ შეზღუდვის მიზნის ადეკვატურად და პროპორციული მოცულობით.

9. მონაცემთა დამუშავება პირდაპირი მარკეტინგის მიზნით

იმ შემთხვევაში თუ თქვენ თანხმობას განაცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის დამუშავებაზე, თქვენს პერსონალურ მონაცემებს გამოვიყენებთ მარკეტინგული მიზნებისთვის - მათი ცოდნა გვჭირდება თქვენზე მორგებული ჩვენი ან/და ჩვენი პარტნიორი/პროვაიდერი ორგანიზაციების მომსახურების ან/და პროდუქტის შეთავაზებების თქვენთვის გასაცნობად. წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის ფარგლებში „პარტნიორი/პროვაიდერი“ წარმოადგენს იურიდიულ ან ფიზიკურ პირს, რომელიც უზრუნველყოფს/ხელს უწყობს თქვენთვის სერვისის/პროდუქტის შემოთავაზებასა და მომსახურების გაწევას. პირდაპირი მარკეტინგის მიზნით თქვენი პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს. ამისთვის უნდა მოგვწეროთ ნებისმიერ დროს შემდეგ ელ.ფოსტაზე: [email protected] ან დაგვიკავშირდეთ პლატფორმაზე არსებული Chat-ის საშუალებით და დააფიქსიროთ თქვენი მოთხოვნა. გარდა ამისა, ჩვენს თითოეულ მარკეტინგულ შეტყობინებას აქვს მისი გათიშვის/გაუქმების ფუნქცია (NO SMS ტელეფონით მიღებული შეტყობინებებისთვის და unsabscribe/გამოწერის გაუქმება - ელ.ფოსტით მიღებული შეტყობინებებისთვის). ჩვენ თქვენს მოთხოვნას პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დავაკმაყოფილებთ მოთხოვნის მიღებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში და შევწყვეტთ თქვენი მონაცემების დამუშავებას პირადპირი მარეკტინგის მიზნით.

10. მონაცემთა უსაფრთხოების დაცვა

თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემებს ჩვენ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით ვინახავთ. ჩვენ უზრუნველვყოფთ სამართლებრვი, ფიზიკურ, ტექნიკურ, პროცედურულ და ორგანიზაციულ გარანტიებს თქვენი მონაცემების და თქვენს მიერ მომსახურების მიღების მიზნით გაზიარებული ნებისმიერი ინფორმაციის შემცველი მონაცემების დასაცავად. ჩვენ ვიცავთ ჩვენი ელექტრონული მოწყობილობების, ფაილების, შენობის უსაფრთხოებას. ჩვენ ასევე გვაქვს დანერგილი ფიზიკური, ელექტრონული და პროცედურული-სამართლებრივი პროცესები და შესაბამისი კონტროლის მექანიზმები, რათა დავიცვათ ყოველევე აღნიშნული არაავტორიზებული წვდომისგან, გამოყენებისგან, გადაცემისგან, დაკარგვისგან, გავრცელებისგან ან განადგურებისგან. თქვენს პერსონალურ მონაცემებზე და მომსახურების მიღების მიზნით ნებაყოფლობით გაზიარებულ ინფორმაციაზე წვდომის უფლება აქვს მხოლოდ კომპანიის თანამშრომლებს და კომპანიის პარტნიორებს/პროვაიდერებს მხოლოდ იმ მოცულობით რაც აუცილებელია თქვენთვის მომსახურების გაწევის მიზნებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციული უსაფრთხოების მიზნით ვიღებთ ყველა საჭირო ზომას, სწრაფი ტექნოლოგიური განვითარების პირობებში არ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმ პირების ქმედებებზე, რომლებიც ახორციელებენ არასანქცირებულ წვდომას, ბოროტად იყენებენ ან ტეხავენ სერვისებს. ჩვენ არ ვიძლევით აშკარა, ნაგულისხმევ ან სხვაგვარ გარანტიას, გარდა იმისა, რომ მივიღებთ ყველა ზომას ამგვარი შეღწევის პრევენციისთვის.

11. მონაცემთა შენახვის ვადა

თქვენს პირად მონაცემებს ჩვენ ვინახავთ მომსახურების მიღება/გაწევის მთელი პერიოდის განმავლობაში. აგრეთვე, მომსახურების მიღება/გაწევის დასრულების შემდეგ არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით შემდეგი მიზეზების გამო: კითხვებსა და საჩივრებზე პასუხის გასაცემად; თქვენ მიმართ სამართლიანი მოპყრობის დადასტურების მიზნით; საქმისწარმოების განხორციელების მიზნებისთვის ჩვენ საქმიანობასთან მიმართებით არსებული რეგულაციის ფარგლებში; კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების შესასრულებლად, ჩვენი და თქვენი უფლებების კანონით დადგენილი წესით დაცვისთვის. თქვენი პირადი მონაცემების შენახვა შესაძლებელია მოხდეს 3 წელზე მეტი ვადით იმ შემთხვევაში, თუ მოკლებული ვართ მისი წაშლის შესაძლებლობას შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების გამო. თქვენს მიერ ჩვენს პლატფორმაზე/აპლიკაციაში ბეჭდვითი და თანამდევი მომსახურების მიღების და გაწევის მიზნებისთვის ნებაყოფლობით გაზაირებული ნებიმიერი დოკუმენტი/ფაილი ინახება მომსახურების მიღების მთელი პერიოდის განმავლობაში და მომსახურების დასრულებიდან 6 (ექვსი) თვის ვადით.

12. თქვენი ვალდებულება

მომსახურების მიღების მიზნით აუცილებელია გვქონდეს თქვენ შესახებ სრულყოფილი და სწორი ინფორმაცია, აქედან გამომდინარე გთხოვთ, თქვენი საკონტაქტო და ან სხვა ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში შეგვატყობინოთ. ჩვენი აპლიკაციით /პლატფორმით მომსახურების მიღებისას ვალდებული ხართ დაიცვათ საქართველოს კანონმდებლობა და ბეჭდვით მომსახურების მიღების მიზნით აპლიკაციაში განათავსოთ მხოლოდ ისეთი დოკუმენტი/ფაილი/ინფორმაცია, რომელიც მოპოვებული გაქვთ კანონის შესაბამისად და არ ხელყოფს სხვის საქართველოს კონსტიტუციით და კანონებით დაცულ უფლებებს. (მაგ.პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, ინტელექტუალური საკუთრება და სხვა) ნებისმიერი დოკუმენტი/ფაილი/ ინფორმაცია, რომელსაც მომსახურების მიღების მიზნით გააზიარებთ/ატვირთავთ ჩვენს პლატფორმაზე/აპლიკაციაში იგულისხმება, რომ მოპოვებული გაქვთ კანონიერად და გაქვთ მისი გამოყენების/გაზიარების/გავრცელების უფლება.

13. საკონტაქტო ინფორმაცია

პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებულ საკითხებზე შეგიძლიათ მოგვმართოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე. [email protected] . ან დაგვიკავშირდით პლატფორმის არხებიდან Chat-ში.

14. ცვლილებები

დროთა განმავლობაში შესაძლებელია საჭირო გახდეს წინამდებარე პოლიტიკის ცვლილება. ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, ჩვენ გამოვაქვეყნებთ ამ ცვლილებებს ჩვენს ვებგვერდზე და აპლიკაციაში. მოდიფიცირებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა ძალაში შედის ვებ-გვერდზე გამოქვეყნების შემდეგ. თქვენ პერიოდულად უნდა ეწვიოთ ჩვენს ვებგვერდს და ცვლილების შემთხვევაში გაეცნოთ შეცვლილ პოლიტიკას. პოლიტიკაში ცვლილებების შეტანის შემდეგ ჩვენთვის თქვენს მიერ ინფორმაციის მოწოდება ან ჩვენი ვებგვერდებით და აპლიკაციით სარგებლობის გაგრძლება ნიშნავს, რომ თქვენ ეთანხმებით ცვლილებებს.